საქსტატი: 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი
2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი,
ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
“აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.0-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1- ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.
2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი,
ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ
პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.0-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1-
ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.
2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 224.2 ათასი ტონა ტვირთი,
ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 425.8 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში,
წინა წელთან შედარებით, შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (66.4 პროცენტით), ისე
ტვირთბრუნვის (65.6 პროცენტით) მოცულობა.
საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთის და ტვირთბრუნვის მოცულობა
ტვირთი, ათასი ტონა ტვირთბრუნვა, მლნ. ტონა-კმ
2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 005.7 ათას მგზავრს მოემსახურა1
, რაც 34.8 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 2 987.4 ათასი მგზავრი
(36.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 018.3 ათასი მგზავრი (33.5
პროცენტით მეტი).
2023 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 19.6
ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 86.7 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 13.3
პროცენტი – გაგზავნილი.
ტვირთის და ფოსტის ნაკადი საქართველოს აეროპორტებში,
(ათასი ტონა)
მიღებული ტვირთი გაგზავნილი ტვირთი ტვირთის და ფოსტის მოცულობა, სულ
2023 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების
რაოდენობამ 25.5 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 28.6 პროცენტით აღემატება წინა წლის
მაჩვენებელს.2023 წელს საქართველოს აეროპორტებში 1.1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 32.2
პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.
2023 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული
იყო 60 ერთეული საჰაერო ხომალდი (11.1 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით), რომელთა
80.0 პროცენტს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 20.0 პროცენტს – სატვირთო.
სამგზავრო საჰაერო ხომალდების 79.2 პროცენტს 50-ზე ნაკლებ ადგილიანი ჰქონდა, 6.2 პროცენტს –
51-150 ადგილი, ხოლო 14.6 პროცენტი – 151-დან 250 ადგილიანი იყო.
2023 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს გააჩნდათ 6 ასაფრენი ბილიკი, 56 გამშვები
პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.4 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის”,- წერია საქსტატის სტატისტიკურ მონაცემებში.