ბანგლადეშში მაღალსართულიან სახლში ხანძარს, სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიღუპა.

ხანძარი ადგილობრივი დროით საღამოს 22:00 საათზე მოხდა რესტორანში, რომელიც შვიდ სართულს იკავებს და სწრაფად გავრცელდა მთელ შენობაში.

მეხანძრეების თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, სამანტა ლალ სენის თქმით, 43 დაღუპულს შორის ქალები და ბავშვები არიან, ათობით მსხვერპლი კი დამწვრობის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები