გიორგი ამილახვარი: ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ეროვნული გამოცდების გარეშე იქნება შესაძლებელი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ეროვნული გამოცდების გარეშე იქნება შესაძლებელი.
როგორც მან ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედი Live“ აღნიშნა, სტუდენტს ეროვნული გამოცდების ჩაბარება გრანტის მოპოვების სურვილის შემთხვევაში ექნება.
„ესეც ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე, მიმდინარეობს სფეროს ექსპერტებთან მუშაობა, სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. ასევე წინსწრებით გეტყვით, რომ ამ 60-კრედიტიან, ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას, ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი ექნება, გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა“, – აღნიშნა ამილახვარმა.