ქობულეთის მერია საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემის პირველ ეტაპს იწყებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებზე დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოსს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიის გაცემის პირველ ეტაპს იწყებს.
სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა კომისიას განსახილველად უნდა წარუდგინოს:
განცხადება მერის სახელზე;
რეკომენდაცია ფაკულტეტის ლექტორისგან ან დეკანატიდან;
აკადემიური მოსწრების ფურცელი;
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან პასპორტი);
ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში მიღებული ჯილდოები, დიპლომები, სერტიფიკატები, სიგელები;
საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან /დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ ან ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
პირადი საბანკო რეკვიზიტები. სოციალურად დაუცველმა, ობოლმა და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა, დამატებით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია (სარეიტინგო ქულა, მშობლის გარდაცვალების ცნობა, მრავალშვილიანი ოჯახის დამადასტურებელი ცნობა და ა.შ.)
დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოსს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტებზე გაიცემა.
სტიპენდია ეძლევათ სტუდენტებს სემესტრში ერთხელ, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რომლებსაც თითოეულ საგანში მიღებული აქვთ დადებითი შეფასება .
თანხა სემესტრში შეადგენს 500 ლარს, ხოლო სოციალურად დაუცველის, ობოლის და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში შეადგენს 1000 ლარს.
დოკუმენტაციის მიღება 1 მარტს დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები