ქალაქ ონის მოსახლეობას დღეიდან ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება

ქალაქ ონის მოსახლეობას დღეიდან თანამედროვე ტიპის, სრულიად ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება.

მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს, რაც გულისხმობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით, ავტობუსის გადაადგილების საბოლოო მარშრუტის და გაჩერებების დადგენას, ასევე შესაძლებელია მოძრაობის დროების და გრაფიკის ცვლილება. სატესტო რეჟიმის განმავლობაში (29 თებერვლიდან 4 მარტამდე ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება).

4 მარტის შემდეგ მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, მინიმალურ ფასად – 50 თეთრად, კომფორტულად გადაადგილდნენ ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით, შეღავათით ისარგებლებენ 17 წლამდე ასაკის პირები, მათთვის გადაადგილება იქნება უფასო.

ქ. ონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა, რომელიც ხორციელდება M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, 26 მგზავრზეა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები