ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას და ტენდენციას, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა

საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას, ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა, შევინარჩუნოთ და უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო, ინფორმაციებისა და კომუნიკაციების და მომსახურების სექტორებში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. ზოგადად, საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას და ის ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა, შევინარჩუნოთ და უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა არის დაგეგმილი, მათ შორის, ჩვენი მიზანია, უფრო ეფექტიანი გავხადოთ სახელმწიფო პროგრამები და მეტად მორგებული კერძო სექტორის საჭიროებებზე. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, რათა კიდევ უფრო მიზნობრივი გახდეს კერძო სექტორის ხელშემწყობი ღონისძიებები, რაც საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა, გავზარდოთ პროდუქტიულობა ეკონომიკაში, შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და ზოგადად, გაიზარდოს მოსახლეობის შემოსავლები“, – განაცხადა ცინცაძემ.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები