ზვიად შალამბერიძე: რეგიონული პროდუქციის ბრენდინგი იმერეთისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება

რეგიონული პროდუქციის ბრენდინგი და ამ მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე იმსჯელეს დღეს საერთაშორისო პროექტის ფარგლებში.

ქუთაისში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „რეგიონული ბრენდირების გაფართოება რაჭასა და გურიაში“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო პროექტის შედეგების, რეკომენდაციებისა და ზოგადად რეგიონული ბრენდების ასოციაციების საუკეთესო მართვის წარმატებული ისტორიების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სლოვაკეთის, ჩეხეთის, პოლონეთის ელჩებმა საქართველოში, ასევე კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის გუბერნატორებმა.

პროექტის მიმდინარეობისას რეგიონული ბრენდებისთვის ნათლად გამოიკვეთა იმერეთის რეგიონის მნიშვნელოვანი როლი მათი ბიზნესის შექმნის, გასაღების ბაზრისა და პარტნიორული კავშირების სახით.

რეგიონული ბრენდირება ემყარება სამ ძირითად პრინციპს: პროდუქტს/მომსახურებას უნდა ჰქონდეს მკაფიო ეკონომიკური კავშირი რეგიონთან – ავთენტური, ტრადიციული, ადგილობრივი ნედლეულით და/ან ხელით დამზადებული და სხვ.;
ეკომეგობრული – წარმოების და/ან მომსახურების მიწოდების პროცესი არ უნდა ახდენდეს მავნე გავლენას გარემოზე, უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა, უნდა იცავდეს ქყვეყანაში დადგენილ სტანდარტებს; (მაგ. HACCP);
სოციალური – ბრენდები ცხადად აჩვენებენ ადგილობრივი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის სარგებელს, ხელს უწყობენ მომხმარებლებს გააცნობიერონ ამ მემკვიდრეობის მნიშვნელობა;

კონფერენციის დასრულების შემდეგ, გაიმართა იმერეთის, ასევე კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის ბრენდირებული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

გამოფენის სტუმრებს ადგილზე დახვდათ ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, უძველესი ტრადიციებით დამზადებული პროდუქტები, ასევე, თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ფოლკლორის ნიმუშები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები