საჩხერის მერმა აკაკი ქემერტელიძეს თავისუფალლ ჭიდაობაში ევროპის ვიცეჩემპიონობა მიულოცა

აკაკი ქემერტელიძე 2024 წლის ევროპის ვიცეჩემპიონია თავისუფალ ჭიდაობაში. მან გამარჯვება 70 წონით კატეგორიაში მოიპოვა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ ვიცეჩემპიონსა და მის მწვრთნელებთან შეხვედრა გამართეს, გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
აკაკი ასევე 2024 წლის საქართველოს ჩემპიონია.
აკაკი ქემერტელიძეს და მის მწვრთნელებს ადგილობრივი თვითმმართველობისაგან სიმბოლური საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ვიცე-ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება ალბანეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები