გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილისგან არაფერს გამოვრიცხავთ – სააკაშვილის შეწყალებით საკუთარ თავზე უმძიმეს ტვირთს აიღებს

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„სამწუხაროდ, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ჭკუაზე რომ გაივლის ევროპარლამენტი და ასეთ რეზოლუციას მიიღებს, ეს არის სამწუხარო. ვიცით, რომ ევროპარლამენტარების უმეტესობისთვის ფოტიგას ცვლილება სიურპრიზი აღმოჩნდა. ამიტომ, ასეთი ევროპარლამენტარების ჭკუაზე არ უნდა დადიოდეს ამხელა ინსტიტუცია. სალომე ზურაბიშვილისგან კი, არაფერს გამოვრიცხავთ. მას რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს. თუმცა, მისი გადაწყვეტილება მისთვისვე მძიმე იქნება, რადგან სააკაშვილის შეწყალებით თავის თავზე აიღებს იმ უმძიმეს ტვირთს, რაც სააკაშვილს აქვს. ის შეწყალებით შეეხიდება და „ვივამედში“ დაჯდება ამ გადაწყვეტილებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები