გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების დიდი უმრავლესობა უკრაინაში ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნის წინააღმდეგია. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნა არ შეიძლება გამოირიცხოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
CSA-ს გამოკითხვის თანახმად, ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას ფრანგების 76% ეწინააღმდეგება.
„ეს ძალიან დიდი უმრავლესობა საკმაოდ ჰომოგენურია სქესის მიხედვით (77% მამაკაცი, 75% ქალი), ასაკობრივი ან სოციალურ-პროფესიული კატეგორიის მიხედვით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.