დონალდ ტუსკი: მზად ვარ, მივიღო რთული გადაწყვეტილებები, როდესაც საქმე ეხება უკრაინასთან საზღვარს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინასთან საერთო საზღვრის დროებით დახურვისა და ორმხრივი ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა RMF24 ავრცელებს.

„მზად ვარ, მივიღო რთული გადაწყვეტილებები, როდესაც საქმე ეხება უკრაინასთან საზღვარს, ყოველთვის კონსულტაციებს ვაწარმოებ კიევთან, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი დაძაბულობა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გრძელვადიანი გამოსავალი“, – თქვა ტუსკმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება დროებითი და მტკივნეული გამოსავალი ორივე მხარისთვის.

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა ვარშავაში სოფლის მეურნეობის სამიტი გამოაცხადა, რომელიც 29 თებერვალს გაიმართება. სამიტის ფარგლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აქციის მონაწილეთა ლიდერებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები