სამტრედიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში Საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი იგება სოფელ ღანირში, ვახტანგ ბალავაძის სახელობის ქუჩაზე. აღნიშნული ლოკაცია ერთგვარ დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც კაპიტალური გზა აქამდე არასდროს ყოფილა.

განახლებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს და უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა კომფორტულ მოძრაობას.
სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს და მას ტენერში გამარჯვენილი კომპანია შპს ,,JI & JI” ასრულებს.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, მერაბ არველაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები