შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი მ. სარფში, საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 7 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას 93 აბი „სუბუტექსი“ და 46 აბის ნატეხი ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 1,003 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=asKvmIinNV0&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]