ალბანეთმა და უკრაინამ  მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

უკრაინამ და ალბანეთმა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან ალბანეთი უკრაინას, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩვენს ბრძოლას მხარს უჭერს.  უკრაინელების მიმართ თქვენი საზოგადოების თბილ დამოკიდებულებას არასდროს დავივიწყებთ!“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და ბალკანეთის რეგიონში უკრაინის პოზიციების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ალბანეთის პრემიერმინისტრთან, ედი რამასთან შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხები განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები