სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, 60 ლოკაციაზე 19 მიმდინარე პროექტი ხორციელდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული, იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ის პროექტები, რომლებიც მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნდა განხორციელდეს.

მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, ლაშა ორმოცაძემ ისაუბრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების საერთო კრებებზე გამოკვეთილი პრიორიტეტების შესახებ. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში პირველ ადგილს კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარე განათება და სანიაღვრე არხების მოწესრიგება წარმოადგენს.

შესყიდვების განყოფილების წარმომადგენელმა, ტიტე ბარამიძემ 2024 წელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დაგეგმილი და განხორციელებულ შესყიდვების პროცედურებზე ისაუბრა.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის, დავით შენგელიას განმარტებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 19 მიმდინარე პროექტი ხორციელდება, 60 ლოკაციაზე. მათ შორის, სრულად განახლდება ,,მომავლოს პარკი”, განთავსდება ახალი ატრაქციები და მოეწყობა ინფრასტრუქტურა. დაგეგმილია მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების მოწესრიგება, ქალაქის ცენტრალური და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გია მეიშვილმა ისაუბრა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა დასაქმების პროგრამის შესახებ. დღევანდელი მონაცემებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 420 სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირია დასაქმებული.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს დადგენილ ვადებში და ხარისხიანად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები