გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და დევნილებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2 620 მეტრია. გზის რეაბილიტაცია დასახლების ყველა ქუჩაზეა დაგეგმილი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 499 498 ლარია.
პროექტის მიხედვით მოხდება როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობა.
საგზაო ინფრასტრუქტურა გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა ყველა დევნილთა დასახლებაში უკვე მოწესრიგებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები