ქალაქ ონში, მდინარე რიონზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ონში, მდინარე რიონზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გივი მეტრეველთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა და გაეცნო პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს.

კონტრაქტორი კომპანიის მიერ, რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია ხიდის სრული რეაბილიტაცია, გამაგრდება საყრდენი ბურჯები და მალის ნაშენი, შეიცვლება ასფალტო-ბეტონის საფარი, დაყენდება საგზაო ნიშნები. სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია ასევე სავალი ნაწილის მონიშვნას და სხვა მრავალ მნიშვნელოვან დეტალს გულისხმობს.

პროექტი სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაზედაც 800,000 ლარამდე დაიხარჯება. სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2024 წლის ივნისის თვეში იგეგმება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები