ოლაფ შოლცი: ევროპის ქვეყნებიდან და ნატოდან სახმელეთო ჯარების უკრაინაში გაგზავნა არ მოხდება

German Chancellor Olaf Scholz attends a news conference during the German-Indian government consultations at the Chancellery in Berlin, Germany May 2, 2022. REUTERS/Michele Tantussi

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროპის ქვეყნებიდან და ნატოდან სახმელეთო ჯარების უკრაინაში გაგზავნა არ მოხდება.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინას სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვა.

„გუშინ პარიზში შევთანხმდით, რომ ყველამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის. მათ სჭირდებათ იარაღი, საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ერთი რამ ცხადია, რომ სახმელეთო ჯარები ევროპის ქვეყნებიდან და ნატოდან არ იქნება“, – წერს ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები