გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები უკვე დაწყებულია საქაშეთის დევნილთა დასახლებაში, სადაც ასფალტის საფართან ერთად, სანიაღვრე არხების მოწყობაც მოხდება. გზის რეაბილიტაცია დასახლების ყველა ქუჩაზეა დაგეგმილი.
სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ბერბუკში, ფხვენისში, მუმლაანთკარში, ქიწნისის მეურნეობასა და ბროწლეთში.
გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტს 10 კილომეტრამდე რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება.
სამუშაოების მიმდინარეობას სოფლებში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები