ქედის მუნიციპალიტეტში ხანძარია

ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ხუთსართულიანი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა. საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუირება გახდა საჭირო.

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი ჯგუფები არიან მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები