ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 29 782 ადამიანს მიაღწია.
ამის შესახებ “ჰამასის ” მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 70 043 დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა არ აზუსტებს, დაღუპულთაგან და დაშავებულთაგან რამდენია სამოქალაქო პირი და რამდენი “ჰამასის” მებრძოლი.
ისრაელის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან “ჰამასის” 11 ათასზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული.