“ვენეციის კომისიას, ანუ ჩვენს პარტნიორებს ჩვენგან არ მოუთხოვიათ „ვეტინგი” – ოხანაშვილი

ვენეციის კომისიას, ანუ ჩვენს პარტნიორებს ჩვენგან არ მოუთხოვიათ „ვეტინგი“. ამის არასწორი წარმოჩენა ხდება, რომ თითქოს ვენეციის კომისია დაჟინებით მოგვიწოდებს „ვეტინგის“ ჩატარებისკენ – ეს ტყუილია, – ამის შესახებ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ვეტინგის“ სისტემა რეკომენდაცია ვერ იქნება, ვინაიდან „ვეტინგი“ გულისხმობს არა ქვეყანაში მოქმედი მოსამართლეების, ქვეყანაში მყოფი ექსპერტების მხრიდან შეფასებების გაკეთებას, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმას, იმის აღიარებას, რომ ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი პირი, ვინც შეიძლება ამ საკითხით დაკავდეს და უცხოელი ექსპერტების მოწვევას გულისხმობს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები