ფარული დაკრძალვა, თუ დაკრძალვა კოლონიის ტერიტორიაზე – ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს

გამომძიებლებმა ალექსეი ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს იმისთვის, რომ ის ფარულ დაკრძალვას დათანხმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ნავალნის პრესმდივანი კირა იარმაში ავრცელებს.

„ერთი საათის წინ ალექსეის დედას გამომძიებელმა დაურეკა და ულტიმატუმი წაუყენა. სამი საათის განმავლობაში ის უნდა დათანხმდეს ფარულ დაკრძალვას საყოველთაო გამომშვიდობების გარეშე, ან ალექსეის კოლონიაში დაკრძალავენ“, – წერს იარმაში.

მისი თქმით, დედამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე საგამოძიებო კომიტეტში, ვინაიდან ამ უწყებას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს სად და როგორ დაკრძალავს ის თავის შვილს:

„დედა კანონის აღსრულებას ითხოვს, რომელიც ავალდებულებს გამომძიებლებს ცხედარი გადასცეს ოჯახს, მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენიდან ორი დღის განმავლობაში“.

იარმაში ასევე განმარტავს, რომ: „სამედიცინო საბუთებზე დაყრდნობით, რომელსაც მან ხელი მოაწერა, ორდღიანი ვადა ხვალ იწურება. ის ითხოვს, რომ ხელისუფლებას მისცეს უფლება ჩაატაროს დაკრძალვა და პანაშვიდი წესების მიხედვით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები