რიო-დე-ჟანეიროში წყალდიდობას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის ერთი ბავშვია

A view shows damage and mudslides caused by heavy rains, in Angra dos Reis, Brazil, April 2, 2022 in this still image obtained by Reuters. Must credit Prefeitura de Angra dos Reis/via REUTERS

რიო-დე-ჟანეიროში უხვმა ნალექმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რასაც, სულ მცირე, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დაღუპულთაგან 4, მათ შორის 8 თვის ბავშვი – ერთი ოჯახის წევრია. ამ ოჯახის სახლი მეწყერმა მთლიანად გაანადგურა.

მთელს შტატში 100-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

დატბორილია საავტომობილო გზები, ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ახალი წყალდიდობის და მეწყერის ალბათობა, სულ მცირე, 10 ქალაქშია შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები