გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში მსჯელობა დღეს განახლდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯელობა 3 წლის შემდეგ, დღეს განახლდება.

საქმე ეხება 3 პირის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის და ვახტანგ ჩიქოვანის ეპიზოდს. მათ პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.

არჩილ გაგნიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ადვოკატის თქმით, ამ ფაქტს გატაცებული გური ამირხანაშვილი, საკუთარ ჩვენებებშიც ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები