CNN: ბაიდენი ნავალნის ოჯახის წევრებს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კალიფორნიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა იულია და დაშა ნავალნაიას სამძიმარი გამოუცხადა და აღფრთოვანება გამოხატა ალექსეი ნავალნის არაჩვეულებრივი გამბედაობისა და მისი ბრძოლის მიმართ კორუფციის წინააღმდეგ.

ამასთან, ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნავალნის ღვაწლი გაგრძელდება იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მთელ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში გლოვობენ მის გარდაცვალებას და იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის.

ცნობისთვის, რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები