“სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც თაღლითურად იყენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ლოგოს” – საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ ტექსტში წერია, სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც თაღლითურად იყენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ლოგოს.

“ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, სახელწოდებით: „საქართველოს საპატრიარქოს საკომუნიკაციო გვერდი“, რომელიც თაღლითურად იყენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ლოგოს.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის და ჩვენთვის უცნობია, ვინ მართავს მას”, – განმარტებულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები