“ნებისმიერ დებატში, სადაც დაუშვებთ ნიკა გვარამიას – ქართული ზიზღის ენის შემქმნელს, გასაგებია – იქ რაც მოხდება; გადახედეთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ არ შეუძლიათ შინაარსობრივი საუბარი” – პაპუაშვილი

“ნებისმიერ დებატში, სადაც დაუშვებთ ნიკა გვარამიას – ქართული ზიზღის ენის შემქმნელს, გასაგებია – იქ რაც მოხდება. გადახედეთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ არ შეუძლიათ უბრალოდ შინაარსობრივი საუბარი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, იზიარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის შვილის – ცოტნე ივანიშვილის განცხადებას, რომ დებატები ორ მხარეს შორის, რომელთაც სამშობლოს სიყვარული აერთიანებთ, „აკაცუკი, ნაცის ძახილით“ არ უნდა სრულდებოდეს.

„სწორედ ეს ლიდერები – სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, სხვები გახდნენ ისინი, ვინც სიძულვილის ენა აქცია პოლიტიკური დაპირისპირების, გარჩევის ტერმინებად. მედიას მით უმეტეს არ გაგიჭირდებათ და თუ ჩაჰყვებით, როგორ დამკვიდრდა ქართულ მედიაში სიძულვილის ენა, მიაგნებთ ამის პირველწყაროს, ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც ზიზღი აქცია ჟურნალისტურ სტანდარტად. თუ დააკვირდებით, ვინ დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში სიძულვილის ენა, მიაკვლევთ მიხეილ სააკაშვილს, ისევ გვარამიას, რომლებმაც ეს პოლიტიკაში დაამკვიდრეს.

როდესაც პოლიტიკურ დებატებში უხეში და აგრესიული თავდასხმებია, ჩვენც იძულებული ვართ, ვუპასუხოთ და ეს მიემართება გარე აქტორებსაც. არაერთხელ გვითქვამს უცხოელებისთვისაც, რომლებიც ხანდახან დაიწუწუნებენ ხოლმე, რატომ არის კრიტიკა ელჩის, თუ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მიმართ, რომ როდესაც ხდება ჩვენზე თავდასხმა, მათ შორის ვერბალური, იძულებულები ვართ ვუპასუხოთ“, – თქვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები