გია აბაშიძე – დიუშენის საწინააღმდეგო პრეპარატზე: ნაცნაძირლები დაავადებული შვილებისთვის თავგანწირულ მშობლებს, სამწუხაროდ, აჯერებენ, რომ არსებობს ეფექტური მედიკამენტი, რომელიც “არაჰუმანურ” ხელისუფლებას არ შემოაქვს – თუმცა, არცერთი კვლევა ადასტურებს, რომ მედიკამენტი კუნთოვან ატროფიას შველის და ის არალეტალურია

“ამორალური ნაცსექტანტების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების პრობლემების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მორგების მცდელობაა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისა და მათი მშობლების პროტესტიც”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველოს პასუხისმგებლიანი მთავრობა ვერ გარისკავს და არ შეიძენს იმ მედიკამენტებს, რომლის არათუ ეფექტურობაა დადგენილი, არამედ ლეტალური შედეგებია დადასტურებული მრავალი საერთაშორისო კვლევით.

„ამორალური ნაცსექტანტების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების პრობლემების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მორგების მცდელობაა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისა და მათი მშობლების პროტესტიც.

ნაცნაძირლები დაავადებული შვილებისთვის თავგანწირულ მშობლებს, სამწუხაროდ, აჯერებენ, რომ არსებობს ეფექტური მედიკამენტი, რომელიც “არაჰუმანურ” ხელისუფლებას არ შემოაქვს; თუმცა, არცერთი კვლევა ადასტურებს, რომ მედიკამენტი კუნთოვან ატროფიას შველის და ის არალეტალურია.

უბოროტესი ავანტიურისტი რადიკალების მიერ წაქეზებულ მორიგ მზაკვრობას სახელმწიფო არ აჰყვება. ფარმამაფიის დირიჟორობით, თითქმის ყველა ქვეყანაში აგიჟებენ მშობლებს,  რომ არსებობს მრავალმილიონიანი წამლები მათი შვილების გადასარჩენად და ის სახელმწიფომ უნდა შეიძინოს. ბინძურ დაკვეთას ყველაფერზე ხელმომწერი ნაცუსამშობლოები ასრულებენ.

საქართველოს პასუხისმგებლიანი მთავრობა ვერ გარისკავს და არ შეიძენს იმ მედიკამენტებს, რომლის არათუ ეფექტურობაა დადგენილი, არამედ ლეტალური შედეგებია დადასტურებული მრავალი საერთაშორისო კვლევით.

Duchenne muscular dystrophy არის მემკვიდრული (გენეტიკური) დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების პროგრესირებად დასუსტებას. იგი გამოწვეულია დისტროფინის ცილის არარსებობით, რის შედეგადაც კუნთის უჯრედები ნელ-ნელა ზიანდება და იშლება. დაავადება ძირითადად ბიჭებში ვლინდება და იწყება

ბავშვობაში, თანდათან ამძიმებს მოძრაობას, სუნთქვასა და გულის მუშაობას.“ – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები