თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთმა ნავალნის ცხედარი დედამისს უნდა გადასცეს

FILE PHOTO: The White House is seen at sunset on U.S. President Joe Biden's first day in office in Washington, U.S., January 20, 2021. REUTERS/Erin Scott

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთმა ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს უნდა გადასცეს.

„რუსებმა უნდა დაუბრუნონ მას მისი შვილის ცხედარი და კონკრეტულად უნდა უპასუხონ, რა დაემართა ბატონ ნავალნის და აღიარონ, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი მის გარდაცვალებაზე“, – აღნიშნა კირბიმ ჟურნალისტებთან ვირტუალურ ბრიფინგზე.

მანამდე ლუდმილა ნავალნაიამ განაცხადა, რომ მას რუსეთის ქალაქ სალეხარდში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი შვილის ცხედარი აჩვენეს. მისივე თქმით, გამომძიებლები მას ემუქრებოდნენ, რომ დათანხმდებოდა მისი შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას.

ცნობისთვის, რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები