პუტინი: ბაიდენის რეაქცია ადეკვატურია – მას ხომ არ შეუძლია მითხრას: „ვალოდია, ყოჩაღ“
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მას გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.
პუტინის შეფასებით, ბაიდენის რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია.
როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, ბაიდენის სიტყვები მის ბოლო ინტერვიუზე რეაქცია იყო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენი რუსეთისთვის უკეთესი სამომავლო პრეზიდენტია, ვიდრე დონალდ ტრამპი.
„ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რაც მან თქვა, მე აბსოლუტურად მართალი ვარ. რადგან ეს არის ადეკვატური რეაქცია ჩემს მიერ ნათქვამზე. რატომ? იმის გამო, რომ მას არ შეუძლია მითხრას: „ვალოდია, ყოჩაღ, გმადლობთ, შენ ძალიან დამეხმარე“. გვესმის, რა ხდება იქ შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით. და ეს რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მართალი ვიყავი და რაც ვთქვი, პირველ რიგში ჩვენი აუდიტორიისთვის ვთქვი და არა ამერიკულისთვის“, – განაცხადა პუტინმა.