პიტერ სტანო მედვედევს ურჩევს, რომ ფსიქიატრიულ დახმარებას მიმართოს
ევროკომისიის სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში პიტერ სტანო რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს ურჩევს, რომ ფსიქიატრიულ დახმარებას მიმართოს.
სტანოს ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს.
„როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ იმ ადამიანების სიტყვებზე, რომლებიც ყურადღების მიქცევას ცდილობენ და მარადიული მეორე ნომერი არიან. თუმცა სასიამოვნოა, რომ ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ [მედვედევი], საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს. ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია“, – განაცხადა სტანომ.