ბუნდესტაგმა უკრაინისთვის შორი მანძილის იარაღის მიწოდების რეზოლუციას დაუჭირა მხარი – მასში Taurus-ი ვერ მოხვდა
გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის შორი მანძილის იარაღის სისტემების მიწოდების შესახებ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომელშიც Taurus-ის რაკეტები ვერ მოხვდა.
ბუნდესტაგმა ოპოზიციური ბლოკის CDU/CSU რეზოლუციის პროექტი უარყო, რომელშიც Taurus-ი შედიოდა და ალტერნატიული მიიღო.
ამჟამინდელი დოკუმენტი მმართველი კოალიციის მიერ არის მომზადებული, რომელშიც სოციალ-დემოკრატები, “მწვანეები” და “თავისუფალი დემოკრატები” შედიან.
ბუნდესტაგის რეზოლუციას მხარი 382-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 284 იყო.
Taurus გერმანულ-შვედური შორი მანძილის ჰაერი-დედამიწა კლასის ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც მაღალი სიზუსტის დარტყმებისთვის არის განკუთვნილი.