გერმანიაში, სკოლაში თავდასხმა მოხდა – არიან დაშავებულები

გერმანიის დასავლეთით, ქალაქ ვუპერტალის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელი დაკავებულია.

ამის შესახებ AP იტყობინება.

პოლიციაში განაცხადეს, რომ სროლა არ მომხდარა, თუმცა, დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

როგორც გაზეთმა Bild-მა წყაროებზე დაყრდნობით გაარკვია, თავდასხმა ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცველები.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შედეგად თავად ეჭვმიტანილიც დაშავდა.

ქალაქი ვუპერტალი, სადაც, დაახლოებით, 350 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დიუსელდორფისა და კიოლნის მახლობლად მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები