ბრიტანეთმა უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
უკრაინაში შეჭრიდან ორი წლის თავზე დიდი ბრიტანეთი რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს.
ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ახალ პაკეტში შეყვანილია 52 ფიზიკური და იურიდიული პირი. სანქციები სამიზნე გახდნენ – საბრძოლო მასალის მწარმოებლები; ელექტრონიკის კომპანიები; ასევე, კომპანიები, რომლებიც ბრილიანტებს და ნავთობს ყიდიან.
კერძოდ, სანქციებს დაექვემდებარა რუსული ალმასის მწარმოებელი, “ალროსას” გენერალური დირექტორი, პაველ მარინიჩევი და მეტალურგიული კომპანია Mechel-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე – იგორ ზიუზინი.
ასევე, სანქციები დაწესდა პერმის დენთის ქარხნის, Arctic LNG 2 პროექტისა და მისი დირექტორის, ოლეგ კარპუშინის წინააღმდეგ; Novatek-ის ტოპ მენეჯერების, ასევე, კერძო კამპანია “რედუტ”-ის წინააღმდეგ.