ბაიდენმა კიდევ 153 ათას ახალგაზრდას 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების სტუდენტური სესხი ჩამოუწერა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პროგრამა SAVE PLANE ფარგლებში სტუდენტურ სესხს კიდევ 153 ათას ახალგაზრდას ჩამოუწერს. ჯამურად, ამ პროგრამის მეშვეობით უკვე 3,9 მილიონზე მეტი სესხის ჩამოწერა მოხდა.

„გილოცავთ, თქვენი ფედერალური სტუდენტური სესხი მთლიანად ან მისი ნაწილი იქნება ჩამოწერილი, რადგან თქვენ ისარგებლებთ ჩვენი ადმინისტრაციის SAVE Plan-ით”,- ნათქვამია ბაიდენის ელექტრონულ წერილში

ქვეყნის განათლების დეპარტამენტის გეგმის მიხედვით, სესხების ჩამოწერა მოხდება პროგრამაში ჩართულ იმ სტუდენტებს, რომელთან თავდაპირველი სესხის ოდენობა 12 000 დოლარს შეადგენდა და რომელსაც პირი, სულ მცირე, 10 წელია, იხდის.

2023 წელს ჩაშვებულ პროგრამაში 7,5 მილიონი ამერიკელი არის ჩართული.

ABC News წერს, რომ ქვეყანაში დღესდღეობით 27 მილიონი ადამიანია, რომელიც სტუდენტურ სესხს იხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები