“შალვა პაპუაშვილმა ბევრი ძალიან სერიოზული სიახლე შემოიტანა, განსაკუთრებულად დაეტყო პარლამენტს მისი პოზიტიური დამოკიდებულებები” – მიხეილ სარჯველაძე

“შალვა პაპუაშვილმა ძალიან სერიოზული, ბევრი სიახლე შემოიტანა, განსაკუთრებულად დაეტყო პარლამენტს მისი პოზიტიური დამოკიდებულებები და ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბევრად უფრო პარლამენტის ქმედითუნარიანობას”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის თავმჯდომარეზე საუბრისას განაცხადა.

„ამან განაპირობა კიდეც ის წარმატება, რომელიც ქვეყანას გასულ წელს ჰქონდა, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში პარლამენტმა და ეს შეუძლებელი იქნებოდა პირადად შალვას ჩართულობის, მისი ინიციატივების, დამოკიდებულებების გარეშე და ეს დასაფასებელია.

მეორე მხრივ, არ დაგვავიწყდეს, რომ უმძიმესი და ძალიან ტურბულენტურ ეპოქაში მოგვიწია შარშან მუშაობა და ეს იყო მთავარი გამოწვევა პარლამენტისთვის, რომელიც, ვფიქრობ ასევე შალვას დამსახურებით, მისი პირადი ღვაწლით, დავძლიეთ. ამიტომ, ეს იქნება საინტერესო, მათ შორის მისი პირადი ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამაზე დაყრდნობით, სამომავლოდ როგორი იქნება შემდგომი განვითარების შესაძლებლობები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. სიტყვით გამოსვლა 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები