“ამ ვიზიტის შედეგებს ჩვენი თითოეული მოქალაქე მალე საკუთარ თავზე იგრძნობს” – რატი იონათამიშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე
“დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შედეგებს თითოეული, ჩვენი მოქალაქე მალე საკუთარ თავზე იგრძნობს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რითაც პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.
„დღეს უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ბრიუსელში იყო ისტორიული მნიშვნელობის და საქართველო იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირის დედაქალაქის ყურადღების ცენტრში. უმაღლესი შეხვედრები, ერთობლივი ბრიფინგები, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან იმართებოდა, ნიშნავდა საქართველოს მხარდაჭერას და გაზრდილ საჭიროებას საერთაშორისო რუკაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე მალე საკუთარ თავზე იგრძნობს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.