Reuters: ირანი რუსეთს 400-მდე ბალისტიკურ რაკეტას უგზავნის

ირანმა რუსეთს დიდი რაოდენობით მძლავრი მიწისზედა ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს არის მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების სახეობა – Fateh-110, Zolfaghar – და მათ შეუძლიათ სამიზნეების განადგურება 300-დან 700 კილომეტრამდე მანძილზე.

ირანის თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც ზედამხედველობას უწევს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

„მიწოდება დაიწყო იანვრის დასაწყისში მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგა გასული წლის ბოლოს ,ირანელი და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრებზე, რომლებიც თეირანსა და მოსკოვში გაიმართა“, – აცხადებს ირანული წყარო Reuters-თან საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები