ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქვათაცვენის გამო, მოძრაობა შეფერხებულია

ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქვათაცვენის გამო, მოძრაობა შეფერხებულია. ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ჯერჯერობით მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდებიან, როგორც კი შესაძლებლობა იქნება, გადაადგილებას “ტრაილერებიც” შეძლებენ. არავინ დაშავებულა”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები