ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის ხელახლა დაკავებას გეგმავს
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გეგმავს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს.
ამის შესახებ მან ბერლინში, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შეხვედრაზე თქვა.
ფონ დერ ლაიენის ნომინაციას მარტის დასაწყისში, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ყოველწლიურ ყრილობაზე დაადასტურებენ.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ შიდა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად 21 თებერვალი დანიშნა.