“ვიდრე სიტყვებს უკან არ წაიღებს” – ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ამის მიზეზი გახდა ბრაზილიელი პოლიტიკოსის მიერ ღაზას სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების ჰოლოკოსტთან შედარება.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისაელ კაცმა ქვეყანაში ისრაელის ელჩი, ფედერიკო მაიერო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან დაიბარა და მედიის თანდასწრებით უთხრა, რომ ლულა ისრაელში სასურველი სტუმარი არ არის.

„ჩვენ არ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ. ეს არის სერიოზული ანტისემიტური თავდასხმა. ჩემი და ისრაელის მოქალაქეთა სახელით, გადაეცით პრეზიდენტ ლულას, რომ ისრაელში პერსონა ნონ გრატაა, ვიდრე თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს“, – განაცხადა ისაელ კაცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები