Scope Ratings-მა ხაზარაძისა და ჯაფარიძის შვილების მიერ მართული კომპანიის, Lisi Lake Development-ის რეიტინგი B+დან B მინუსამდე შეამცირა, პროგნოზი კი „ნეგატიურზე“ შეცვალა

Scope Ratings-მა უძრავი ქონების ქართული დეველოპერის Lisi Lake Development-ის რეიტინგი B+დან B მინუსამდე შეამცირა, პროგნოზი კი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურზე“ შეცვალა. Scope Ratings-მა ასევე შეამცირა პრიორიტეტული არაუზრუნველყოფილი ვალის რეიტინგი BB- დან B-მდე.

რეიტინგის დაქვეითება გამოწვეულია 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში ოპერაციული მაჩვენებლების გაუარესებით, რამაც გამოიწვია საკრედიტო მაჩვენებლების გაუარესება, ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები და მართვის პრობლემები.

პროგნოზის „ნეგატიურით“ შეცვლა ასახავს გაურკვევლობას, რომელიც შექმნილია არაუზრუნველყოფილი ოლბიგაციების რეფინანსირების გარშემო, რომელთა დაფარვაც 2024 წლის დეკემბერში უნდა მოხდეს; და მოკლევადიანი ვალდებულებების დასაფარად აქტივების გაყიდვაზე დამოკიდებულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები