ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანტონელა ბასანის და სხვადასხვა სექტორული მიმართულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, დაკავშირებადობის ხელშეწყობის, საგზაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა, განსაკუთრებით, შუა დერეფნის მიმართულებით.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, იუჯინ რუგენაათი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები