სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ამბროლაურში, სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ამბროლაურში, სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამრღვევს მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი დასამუშავებლად რეგისტრირებულ სახერხ საამქროში გადაჰქონდა.

მათივე ცნობით, რეგისტრირებული სახერხი საამქრო და მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალება დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ამბროლაურის „საქმიან ეზოში“. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გაიგზავნება შესაბამის ორგანოებში.

ფოტო – გიორგი შარიმანაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები