სამტრედიაში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოეს

მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის  მოვალეობის შემსრულებელთან თინათინ ხარძიანთან ერთად ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„სასწავლო პროცესში გარდა სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნისა, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება. წარჩინებული მოსწავლეების წარმოჩენა, თავის მხრივ, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. ვულოცავ თითოეულ მათგანს და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ ყველანი ვამაყობთ თითოეულით“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

სამტრედიის მასშტაბით, სულ 95 ოქროს და ვერცხლის მედალოსანია.

აქედან 73 ოქროს, ხოლო 22 ვერცხლის მედალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები