ეროვნული ბანკი: იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა

2024 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 263.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე – ამის შესახებ ეროვნული ბანკის სტატისტიკაშია აღნიშნული.

სებ-ის ინფორმაციით, გზავნილების შემცირება, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების შემცირებას უკავშირდება.

უფრო კონკრეტულად, თუ 2023 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 267,615 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წელს იანვარში ეს მაჩვენებელი 67,637 მლნ დოლარამდე შემცირდა.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა.

რაც შეეხება ევროკავშირს, 100.4 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 38.1%-ია. ზრდა კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ია. მაშინ, როცა სხვა ქვეყნების ჯამური გადმორიცხვები 53.9%-ით შემცირდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები