ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო იერიში სცადეს – ყველა ჭურვი ჩამოგდებულია
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, მათ შორის, კიევის რეგიონზე და კიევზე თავდასხმის მცდელობა დაფიქსირდა.
როგორც კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, “რაშისტებმა” დედაქალაქზე იერიში სხვადასხვა ტიპის რაკეტებით სცადა, თუმცა, ყველა მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ არის განადგურებული.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ქალაქისკენ სხვადასხვა მიმართულებიდან მიფრინავდნენ, თუმცა, ჯამურად, რამდენი რაკეტაა მოგერიებული, დაზუსტებული არ არის.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, იერიშს კიევში ნგრევა და დაშავებულები არ გამოუწვევია.