“ალიანსის 18 მოკავშირე წელს თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს დახარჯავს” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წელს ალიანსის 18 მოკავშირე ქვეყანა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს დახარჯავს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე თქვა.

“მას შემდეგ, რაც 2014 წელს მოკავშირეებმა თავდაცვაში ინვესტიციების ჩადება დაიწყეს, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის ხარჯები 600 მილიარდ დოლარზე მეტით გაზარდეს. გასულ წელს ჩვენ ვნახეთ ევროპელი მოკავშირეებისა და შეერთებული შტატების ხარჯების უპრეცედენტო ზრდას – 11%-ით“, – განაცხადა მან.

​სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს ევროპული ქვეყნები წელს თავდაცვაში 380 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები