ლაგოდეხში ჭადრაკის რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდა

ლაგოდეხში კახეთის რეგიონული ჩემპიონატი ჭადრაკში 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორს ჩატარდა. ამ ტურნირში მონაწილეობას კახეთის მაშტაბით 50 მოჭადრაკე იღებდა. 33 ბიჭი და 17 გოგონა. შედეგები: 8წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა ხასია ანასტასიამ, (საგარეჯო) მეორეზე წიქარიშვილი ელენე გავიდა (ლაგოდეხი) მესამე ადგილი კი ჯაიან ელენეს ერგო (საგარეჯო). 8წლიან ბიჭებში: 1 ადგილზე გავიდა ზაზა თედიაშვილი (საგარეჯო) 2 ადგილი ლოლაძე იოსებ ერგო (საგარეჯო) ხოლო 3 ადგილზე კალანდაძე დანიელი გავიდა (თელავი). 12წლიანი გოგოები: 1. დათუაშვილი მარიამი (გურჯაანი) 2.დათუაშვილი ანა (გურჯაანი) 3. ლოლაძე ნუკა (საგარეჯო). 12წლიანი ბიჭები: 1 ადგილზე გავიდა ლონდრიშვილი დიმიტრი. 2 ადგილი თავბერიძე ალექსანდრეს ერგო ხოლო 3 ადგილზე 7 წლის ლაგოდეხელი სოფია ლიმარი გავიდა. ტურნირს დაესწრო ქალაქ ლაგოდეხის მერი ბატონი ჯონდო მდივნიშვილი ასევე კახეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გია ქიტესაშვილი და ლეგენდარული მოჭადრაკე ქალბატონი ნანა იოსელიანი. ტურნირი მიმდინარეობდა 2 დღე 10-11 თებერვალს 2024.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები